მამუკა მდინარაძე - კახა კალაძე ჩვენი გუნდის ღირსეული ლიდერი და თბილისის საუკეთესო მერია
მამუკა მდინარაძე - კახა კალაძე ჩვენი გუნდის ღირსეული ლიდერი და თბილისის საუკეთესო მერია

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, კახა კალაძე პარტიის ოფისში დღეს ორჯერ იმყოფებოდა და როგორც პარტიის გენერალური მდივანი, ორ სხვადასხვა სახის შეხვედრაში მონაწილეობდა.

მისივე თქმით, უკვე საღამოს, პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომას ვერ დაესწრო, ვინაიდან როგორც თბილისის მერს, ხვალ კონკრეტული ღონისძიებები აქვს დაგეგმილი და ამისთვის ემზადება.

მდინარაძის განცხადებით, კახა კალაძე „ქართული ოცნების“ გუნდის გამორჩეული ლიდერია. რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნება თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი, მდინარაძის თქმით, ამას შესაბამის დროს იტყვიან.

„კახი კალაძე დღეს ორჯერ ვნახეთ პარტიის ოფისში, ამიტომ ამ თემაზე კონსპირაცია არაფრით გამოვა, საარჩევნო თემებზე მასთან ერთად ვიმუშავეთ დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში. ის არა მხოლოდ თბილისის მერია, არამედ პარტიის გენერალური მდივანი და ამ ეგიდით დღეს ორი სხვადასხვა შეხვედრა ჩატარდა. ასევე, ის ემზადება, ხვალ პრეზენტაცია აქვს, თბილისის მერს კონკრეტული ღონისძიებები აქვს დაგეგმილი და დღეს საღამოს მან ვერ მოახერხა მოსვლა. იყო რამდენიმე მიზეზი, რატომაც ვერ დაესწრო ის პოლიტსაბჭოს.

კახი არის ჩვენი გუნდის გამორჩეული, ღირსეული ლიდერი თავისი წარმატებით, ასევე თბილისის საუკეთესო მერი, მაგრამ ჩვენ იმ პერიოდამდე, ვიდრე ამის დროს არ მოვა, ვერ დავასახელებთ, ვინ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი.