მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ არჩილ თალაკვაძესთან, ბექა ოდიაშარიასთან და ხატია წილოსანთან, რომლებიც საარჩევნო სიაში არ არიან, სხვადასხვა პოზიციებზე კონსულტაციები მიმდინარეობს
მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ არჩილ თალაკვაძესთან, ბექა ოდიაშარიასთან და ხატია წილოსანთან, რომლებიც საარჩევნო სიაში არ არიან, სხვადასხვა პოზიციებზე კონსულტაციები მიმდინარეობს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საარჩევნო სიაში არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიაშარია და ხატია წილოსანი არ არიან, რადგან მათ სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციებზე აქვთ შეთავაზება პრემიერისგან.

მდინარაძის თქმით, აღნიშნულ ადამიანებთან ამ ეტაპზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

„არჩილ თალაკვაძე რამდენად პროფესიონალი კადრია, გარდა იმისა, რომ ჩვენი ერთგული თანამებრძოლია, ეს ყველამ იცის. არჩილ თალაკვაძესთან მიმდინარეობს ძალიან სერიოზულ თემაზე კონსულტაციები, რისი თქმის უფლებაც ჯერ არ მაქვს, ვიდრე შეთანხმება არ მოხდება. ასევე, ასეთი კონსტულტაციები მიმდინარეობს ბექა ოდიშარიასთან კონკრეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით. ამასთან, კონსულტაციები მიმდინარეობს ხატია წილოსანთან ერთ-ერთ საპასუხისმგბელო პოზიციაზე დიპლომატიურ სამსახურში“, – განაცხადა მდინარაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ სრული საარჩევნო სია დღეს გამოაქვეყნა.