მამუკა ბახტაძე - საქართველოს მთავრობის სტრატეგიაა, ქვეყანა გახდეს ფინანსების, ლოჯისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის კუთხით რეგიონული ცენტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, სააგენტო „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოს მთავრობის მთავარი სტრატეგიაა, ქვეყანა ფინანსების, ლოჯისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით რეგიონული ცენტრი გახდეს.

მინისტრმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების შეფასების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ამ მხრივ საქართველოს მონაცემები გააცნო ჟურნალისტს.

ფინანსთა მინისტრმა ევროკავშირთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, ყველა ეს შეთანხმება საქართველოს მთავრობას ეხმარება, მოხდეს მსოფლიო ეკონომიკასთან ქვეყნის ინტეგრირება, რაც შეიძლება ეფექტური გზით.

„საქართველოს მთავრობის მთავარი სტრატეგიაა, ქვეყანა გახდეს ფინანსების, ლოჯისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის კუთხით რეგიონული ცენტრი. ამ მიზნის მისაღწევად გვაქვს სრულყოფილი დღის წესრიგი. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომ ცნობილი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების სათავეში ვიყოთ. მაგალითად, დაახლოებით ერთი კვირის წინ, ჩვენ ღია ბიუჯეტის ინდექსის კუთხით წამყვან ხუთ ქვეყანას შორის მოვხდით. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ჩვენ ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით მეცხრე ადგილს ვიკავებთ. ჩვენ ასევე მეცხრე ადგილს ვიკავებთ დაბალი გადასახადების კუთხით. ყველაფერი ეს გვეხმარება, რომ მოხდეს საქართველოს ინტეგრირება მსოფლიო ეკონომიკასთან ყველაზე ეფექტური გზით. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები ჩინეთთან, ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან ძალიან გვეხმარება ამ მიმართულებით“,- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

 

სრული ინტერვიუ იხილეთ ბმულზე.