მამუკა ბახტაძე - 2019 წლის რეგიონული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა
მამუკა ბახტაძე - 2019 წლის რეგიონული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა

2019 წლის რეგიონული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, სოციალურ ქსელ, „თვითერში“ დაწერა.

„2019 წლის რეგიონული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა. ძლიერი მაკროეკონომიკური და სტრატეგიული განვითარების ჩარჩომ ამ წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. რეგიონში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, საქართველო კვლავ ლიდერია“ – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

დატოვე კომენტარი