ზუგდიდში კორონავირუსზე გამოკვლეული 526 პირიდან ინფექცია 14-ს დაუდასტურდა, ინფიცირებულები ე.წ. საბერიოს კლასტერს მიეკუთვნებიან
ზუგდიდში კორონავირუსზე გამოკვლეული 526 პირიდან ინფექცია 14-ს დაუდასტურდა, ინფიცირებულები ე.წ. საბერიოს კლასტერს მიეკუთვნებიან

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 526 პირი გამოიკვლიეს, მათგან ვირუსი 14 ადამიანს დაუდასტურდა, ინფიცირებულები ე.წ საბერიოს კლასტერს მიეკუთვნებიან.

ამის შესახებ თორიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონალური საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. თორიას თქმით, ყველა კოვიდინფიცირებული ენგურჰესის თანამშრომელი და მათი კონტაქტია.

ამასთან, როგორც თორიამ აღნიშნა, ინფიცირებულების საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა დღის განმავლობაში მოხდება და სხვადასხვა კლინიკაში გადანაწილდებიან.

ცნობისთვის, რუხში 62 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში კი ბოლო მონაცემებით, 290 ადამიანი იმყოფება.