მაკარიძე სეგუნდა დივიზიონში გამოარჩიეს - ქართველ მეკარეს კარგი თამაში დაუფასდა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მაკარიძემპონფერადინაშისეგუნდა დივიზიონის მე-6 ტურში შესანიშნავად ითამაშა „ალბასეტესთან“ მატჩში, რომელშიც გუნდს გასვლაზე მოგებაში (1:0) დაეხმარა, თავად კი ლიგის ოფიციალურმა Youtube-არხმა გამოარჩია.

გიორგი მაკარიძე, რომელმაც „ალმერია“ სეზონის დასაწყისში უთამაშებლობის გამო დატოვა, „პონფერადინაში“ სეზონის დასაწყისში ჩაირიცხა და ახალ გუნდში უკვე ორი მატჩი ჩაატარა. ამის შემდეგ „ტენერიფესთან“ მე-7 ტურის საშინაო შეხვედრაში კარს იცავდა, მატჩი კი 2:2 დასრულდა.

სეგუნდა დივიზიონის ოფიციალურმა Youtube-არხმა სექტემბრის თვის ხუთი საუკეთესო სეივი გამოარჩია. საინტერესოა, რომ მათგან ორი ქართველ მეკარეს ეკუთვნოდა. მაკარიძის ეპიზოდები მე-5 და მე-2 ადგილებზე მოხვდა.

პირველ შემთხვევაში მაკარიძემ პირისპირ გასულ „ალბასეტეს“ თავდამსხმელს ახლოდან დარტყმული აუღო, შემდგე კი მეტოქის შემტევის ძალიან სახიფათო თავურ დარტყმასაც გადაეღობა და „პონფერადინას“ მოგებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.