მაია ცქიტიშვილი - ოპოზიციური პარტიის ლიდერები მიმართული არიან იმისკენ, რომ ქვეყანაში შეიქმნას პოლიტიკური, ეკონომიკური და მათ შორის ეპიდემიოლოგიური კრიზისი
მაია ცქიტიშვილი - ოპოზიციური პარტიის ლიდერები მიმართული არიან იმისკენ, რომ ქვეყანაში შეიქმნას პოლიტიკური, ეკონომიკური და მათ შორის ეპიდემიოლოგიური კრიზისი

ოპოზიციური პარტიის ლიდერებისგან ყოველდღიურად ვისმენთ, რომ ეს ადამიანები მიმართული არიან იმისკენ, რომ ქვეყანაში შეიქმნას პოლიტიკური, ეკონომიკური და მათ შორის ეპიდემიოლოგიური კრიზისი, – ასე უპასუხა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც უკრაინული გამოცემის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს ეხებოდა. საუბარია ჩანაწერზე, რომელშიც, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია და გუბაზ სანიკიძე, ასევე სალომე სამადაშვილი საუბრობენ.

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, გარკვეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ ერიდებიან დესტრუქციულ ქმედებებს, ისეთ ქმედებებს, რომელიც არანაირად არ ჯდება დემოკრატიულ სტანდარტში.

„შეგახსენებთ აკაკი ბობოხიძის კომენტარს, სადაც ის ღიად ამბობს, რომ აუცილებელია, კრიზისი გაზაფხულამდე გაღრმავდეს, რაც შემდგომში გამოიწვევს ამ ხელისუფლების დამხობას. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ ქუჩაში რა პროცესები ვითარდება, რომელიც გასულია ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოდან. ვხედავთ, რომ გარკვეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ ერიდებიან დესტრუქციულ ქმედებებს, ისეთ ქმედებებს, რომელიც არანაირად არ ჯდება დემოკრატიულ სტანდარტში, მაშინ როდესაც ამოწურულიც არ არის და არ არის დასრულებული ყველა ის სამართლებრივი პროცედურა, რომელიც საარჩევნო კოდექსით არის გათვალისწინებული. ჩვენ ვხედავთ მცდელობებს სხვადასხვა შენობაში შევარდნისას, ეს არის ის სტილი, რომელსაც ჩვენი დესტრუქციული ოპოზიცია წლების განმავლობაში მიმართავს, ეს ჩანაწერი არის ერთ-ერთი დასტური იმისა, რომ ეს არის ის გზა, რომლითაც ისინი ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.