„ლვოვში“, გიორგი ცეცაძესთან ქართველი მწვრთნელი იმუშავებს
„ლვოვში“, გიორგი ცეცაძესთან ქართველი მწვრთნელი იმუშავებს

„ლვოვის“ სამწვრთნელო შტაბში კიდევ ერთი ქართველი სპეციალისტი იმუშავებს – ამის შესახებ კლუბის ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუში უკრაინული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ცეცაძემ ილაპარაკა.

„ახლახან სამწვრთნელო შტაბს თემურ შალამბერიძე შეუერთდა, რომელიც ჩემი მარჯვენა ხელია. ის გუნდის ჩემპიონატისთვის მომზადებაში მეხმარება და საწვრთნელი პროცესი გარკვეულად შევცვალეთ,“ – ამბობს გია ცეცაძე.

თემურ შალამბერიძე ფიზმომზადების გამოცდილი სპეციალისტია, რომელიც მუშაობდა ყველა იმ ასაკობრივ ნაკრებსა და კლუბები, სადაც მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე იყო. მათ შორის, იყო „საბურთალოც“, რომელიც ახლახან დატოვა და უკრაინაში მუშაობას დათანახმდა.

ქართველი სპეციალისტი „ლვოვის“ ხელმძღვანელობის დამოკიდებულებით კმაყოფილია:

„ჩემს წინა გუნდებში, კლუბის სტრატეგიისა და განვითარებისადმი ისეთი მიდგომა არსად მინახავს, ​​როგორც „ლვოვის“ ხელმძღვანელობას გააჩნია. გვაქვს წინაპირობა, რომ ჩვენი კლუბი თანამედროვე, ევროპული გუნდების მაგალითზე განვითარდეს. იმედია, უკრაინაში „ლვოვი“ ერთ-ერთ საუკეთესო იქნება“.