„ლოკომოტივმა“ ევროარენა შეცვალა - ევროპა ლიგის მატჩს გორის ნაცვლად, ისევ თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე ჩაატარებს
„ლოკომოტივმა“ ევროარენა შეცვალა - ევროპა ლიგის მატჩს გორის ნაცვლად, ისევ თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე ჩაატარებს

27 აგვისტოს, ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, თბილისის „ლოკომოტივი“ რუმინეთის კრაიოვას „უნივერსიტატეას“ თბილისში უმასპინძლებს.

„ლოკომოტივი“ ევროპის ლიგაზე გასული ერთადერთი ქართული გუნდია, რომელმაც მატჩის შინ გამართვის უფლება მოიპოვა. თავდაპირველად, გუნდმა საშინაო არენად არა რომელიმე თბილისური სტადიონი, არამედ, გორის „თენგიზ ბურჯანაძე – არენა“ აირჩია. თუმცა, საბოლოოდ, გუნდის ადმინსიტრაციამ უფრო ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო და საშინაო მატჩს მშობლიურ ქალაქში გამართავს.

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში „ლოკომოტივი“ „უნივერსიტატეას“ თბილისში, მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე მიიღებს. შეხვედრა 27 აგვისტოს 21:00 საათზე დაიწყება. ამასობაში, თავად გუნდმა სამდღიანი შესვენების შემდეგ, სავარჯიშო პროცესი განაახლა. ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის, გიორგი ჭიაბრიშვილი „ლოკომოტივს“ საგურამოს ბაზაზე ინტენსიურად ამზადებს.