ლინდსი ვონმა კარიერაში 81-ე ეტაპი მოიგო
ლინდსი ვონმა კარიერაში 81-ე ეტაპი მოიგო

ლეგენდარული ამერიკელი სამთო მოთხილამურე ლინდსი ვონი ოპტიმალურ ფორმაში ხვდება პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებს. ბოლო სამი დღის განმავლობაში, ვონმა მსოფლიოს თასის ორი ეტაპი მოიგო სწრაფდაშვებაში.

კვირას, მან საუკეთესო დრო აჩვენა გერმანიის კურორტ გარმიშ-პარტენკირხენში. ის ერთადერთი იყო მონაწილეთაგან, რომელიც ერთი წუთიდან და 38 წამიდან გამოვიდა. ვონთან 11 მეასედი წამი წააგო მეორე ადგილზე გასულმა იტალიელმა სოფია გოჯამ.

ლინდსი ვონისთვის ეს იყო 81-ე მოგება კარიერაში მსოფლიოს თასის ეტაპებზე. ამ მაჩვენებლით ის აბსოლუტური რეკორდსმენია ქალებს შორის, ხოლო მამაკაცებიდან ამერიკელს მხოლოდ ლეგენდარული შვედი ინგემარ სტენმარკი უსწრებს, რომელსაც 86 მოგება ჰქონდა.