ლიბანის პრემიერი - კონფლიქტის დასასრულებლად დიპლომატიის გარდა, სხვა ვარიანტი არ არსებობს
ლიბანის პრემიერი - კონფლიქტის დასასრულებლად დიპლომატიის გარდა, სხვა ვარიანტი არ არსებობს

კონფლიქტის დასასრულებლად არ არსებობს სხვა ვარიანტი, გარდა დიპლომატიისა, – ამის შესახებ ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ნაჯიბ მიკატიმ განაცხადა.

მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა უნდა ვრცელდებოდეს როგორც ღაზის სექტორზე, ისე ლიბანზე.

ნაჯიბ მიქატის განმარტებით, შესაძლოა გამოყენებული იქნას გაერო-ს უსაფრთხოების 1701 რეზოლუცია, რომელიც 2006 წლის ისრაელ-ლიბანის ბოლო ომის დასასრულებლად იქნა მიღებული, მაგრამ სათანადოდ არასოდეს შესრულებულა.

ამასთან, ლიბანის ინფორმაციის მინისტრმა, ზიად მაკარიმ კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის ისრაელთან დიპლომატიური მცდელობები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.