ლიბანის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 53 ადამიანი დაიღუპა და 100 დაშავდა
ლიბანის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 53 ადამიანი დაიღუპა და 100 დაშავდა

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს განახლებული ინფორმაციით, ლიბანის ორ სხვადასხვა რაიონში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 53 ადამიანი დაიღუპა და 100 დაშავდა. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

სამინისტროს ცნობით, ლიბანის სამხრეთ სოფელ აინ ალ-დელბში, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა და 53 დაშავდა. აღმოსავლეთ ლიბანის ბექაას ველზე მდებარე ბაალბეკ-ჰერმელის რეგიონში კი, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა და 47 დაშავდა.