ლევან რატიანი - სახელმწიფო პროტოკოლის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში პაციენტებთან „პლაქვენილი“ ინიშნება
ლევან რატიანი - სახელმწიფო პროტოკოლის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში პაციენტებთან „პლაქვენილი“ ინიშნება

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსის სამკურნალოდ, საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტ „პლაქვენილს“ იყენებენ.

მისივე თქმით, აღნიშნული ახალი კორონავირუსის მართვის სახელმწიფო პროტოკოლის მიხედვითაა გათვალისწინებული.

„მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო პროტოკოლში, რომლის ერთ-ერთი ავტორი ვარ ბატონ თენგიზთან ერთად, ჩადებული გვაქვს პლაქვენილოთერაპია. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პაციენტებთან, რომლებთანაც ვფიქრობთ, რომ უნდა დავნიშნოთ, ინიშნება პლაქვენილი.

რაც შეეხება შედეგს, კლინიკური შედეგი ამ ეტაპამდე სახეზე გვაქვს. მას თავისი კლინიკური ჩვენება გააჩნია და მუშავდება, თუ რომელ დღეს, რომელ სტადიაზე და რა ხანგრძლივობით უნდა მივიღოთ.

მოგეხსენებათ, სულ ერთი თვეა, რაც კლინიკამ დაიწყო კორონავირუსთან ბრძოლა და ეს არის სტანდარტული თერაპია. გადაგზავნილი გვაქვს სტატისტიკა დამუშავებულ ინფორმაციაზე საკვლევად. რამდენიმე დღეში ველოდებით პასუხს და მოგაწოდებთ ზუსტ ინფორმაციას“ , – განაცხადა რატიანმა.