ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი წევრები - ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი წარადგინა
ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი წევრები - ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი წარადგინა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა და პარტიის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა პარტიაში ახალი წევრები წარადგინეს.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტიის ახალი წევრი, ზაზა გოგავა სამდივნოში დაიკავებს ადგილს, მამუკა ყურაშვილი კი – თბილისის „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაციაში.

როგორც ბრიფინგზე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, ახალი წევრების წარდგენა პარტიის გაძლიერებას ემსახურება.

„ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში დაიკავებენ საკვანძო ადგილებს. გააძლიერებენ „ნაციონალურ მოძრაობას“. ზაზა გოგავა დაიკავებს ადგილს „ნაციონალურ მოძრაობის“ სამდივნოში, მამუკა ყურაშვილი კი დაიკავებს მაღალ თანამდებობას თბილისის „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაციაში. წინ ძალიან ბევრი ბრძოლა გვაქვს, რომელსაც ერთად აუცილებლად მოვიგებთ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.