ლეგენდარული ფალავანი ლევან თედიაშვილი 72 წლის გახდა
ლეგენდარული ფალავანი ლევან თედიაშვილი 72 წლის გახდა

1948 წლის 15 მარტს, საგარეჯოში ლეგენდარული ქართველი ფალავანი ლევან თედიაშვილი დაიბადა.

საქართველოს იტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ტიტულოვანი სპორტსმენი არის:

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიუნხენის (1972) და მონრეალის (1976) ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი: ოთხჯერ თავისუფალ ჭიდაობაში (1971, 73, 74, 75), ერთხელ სამბოში (1973), მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1978), მსოფლიოს თასის მფლობელი (1973), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1974, 76, 78), სსრკ ხალხთა V სპარტაკიადის ჩემპიონი (1971) , სსრკ ორგზის ჩემპიონი (1973, 74), სსრკ წლის საუკეთესო სპორტსმენი (1973), საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ბრინჯაოს პრიზი),  ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, ღირსების, სოკისა და ფილას ორდენების კავალერი.

დატოვე კომენტარი