კვარაცხელიას შესაძლოა კონკურენტი გამოუჩნდეს - „ეკიპას“ ცნობით, რებიჩი „ნაპოლიში“ გადადის #1TVSPORT
კვარაცხელიას შესაძლოა კონკურენტი გამოუჩნდეს - „ეკიპას“ ცნობით, რებიჩი „ნაპოლიში“ გადადის #1TVSPORT

ერთა ლიგის C4 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქის, ჩრდილოეთ მაკედონიის ერთ-ერთი ლიდერი, ელიფ ელმასი, შესაძლოა, მილანში გადავიდეს – ინფორმაციას ამ ქვეყნის გამოცემა „ეკიპა“ ავრცელებს.

ინფორმაციაში საინტერესო ისაა, რომ გამოცემის მტკიცებით, „მილანი“ „ნაპოლიში“ ანტე რებიჩს გაუშვებს, რომელიც ასეთ შემთხვევაში ხვიჩა კვარაცხელიას პირდაპირი კონკურენტი გახდება.

ელიფ ელმასი „მილანის“ კართან დგას

„იტალიაში ლიგის ტიტულის მოპოვების შემდეგ, „მილანი“ იწყებს მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის ფორმირებას, რომელშიც მთავარი მიზანი იქნება სკუდეტოს დაცვა, ასევე წარმატებული გამოსვლა ჩემპიონთა ლიგაზე. როგორც ჩანს, „როსონერი“ დიდ სცენას უბრუნდება და ახლა საჩემპიონო ტიტულებსა და ყველაზე ელიტარულ ევროპულ შეჯიბრებებზე დაბრუნებას გეგმავს.

ახლა, მენეჯმენტის ჯერია დაგეგმოს და დაალაგოს გუნდი. ერთ-ერთი, ვინც იტალიის ჩემპიონის სამიზნეშია, ელიფ ელმასი გახლავთ. ელმასი „სან სიროს“ კარის წინ დგას და ამისთვის „მილანი“ მზადაა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელის ასაყვანად სოლიდური თანხა დახარჯოს.

ანტე რებიჩი უნდა გადავიდეს „ნაპოლიში“, ხოლო ელმასი, რომელიც დიდი ხანია „მილანის“ ხედვის არეშია, საპირისპირო მიმართულებით უნდა „გაფრინდეს“. მილანს სჭირდება ფლეიმეიკერი და ფრენკ კეისის ბარსელონაში გადასვლა მხოლოდ იმედებს აძლიერებს, რომ მაკედონელი შესაძლოა პირველი იყოს, ვინც მილანის მაისურით ითამაშებს.

ელმასით სხვა კლუბებიც იყვნენ დაინტერესებულები. „ინტერი“ მის ტრანსფერთან ახლოს იყო რამდენიმე წლის წინ, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. ნახევარმცველი „ნაპოლიში“ 2019 წელს „ფენერბახჩედან“ გადავიდა“, – წერს „ეკიპა“.