კრივის ოლიმპიურ წონით კატეგორიებში ცვლილებები იგეგმება
კრივის ოლიმპიურ წონით კატეგორიებში ცვლილებები იგეგმება

კრივის საერთაშორისო ასოციაციის (AIBA) ტექნიკურმა კომიტეტის ხელმძღვანელებმა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების წონითი კატეგორიის ცვლილებები წარმოადგინეს.

კომიტეტის წევრები ქალთა კრივში წონითი კატეგორიების სამიდან ხუთამდე გაზრდის წინადადებით გამოდიან, ვაჟებში კი პირიქით წონითი კატეგორიების ათიდან რვამდე შემცირების შესახებ საუბრობენ.
მოსკოვში მიმდინარე AIBA-ს კონგრესზე ვაჟთა და ქალთა ასპარეზობების წონითი კატეგორიის პრინციპები წარმოადგინეს:- 48-დან 52 კგ-მდე, 57 კგ-მდე, 63 კგ-მდე, 69 კგ-მდე, 75 კგ-მდე, 81 კგ-მდე, 91 კგ-მდე და +91 კგ. გოგონებისთვის კი გათვალისწინებულია: – 48-დან 51 კგ-მდე, 57 კგ-მდე, 60 კგ-მდე, 69 კგ-მდე და 75 კგ-მდე წონითი კატეგორია.

რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვაჟებმა მედლები ათ: – 49, 52, 56, 60, 64, 69, 75, 81, 91 და +91 გოგონებმა კი 3:- 51, 60, 75 კგ-მდე წონით კატეგორიებში გაითამაშეს.