კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის 19 კონტაქტის პასუხები უარყოფითია
კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის 19 კონტაქტის პასუხები უარყოფითია

კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის 19 კონტაქტის პასუხები ცნობილია და ყველა ნეგატიურია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, უარყოფითი შედეგი აჩვენა დაინფიცირებული ექიმის მეუღლის ნიმუშმა და ბოლო კონტაქტმა, რომელიც ონკოლოგიური პაციენტი იყო.

თელავის რეფერალურ საავადმყოფოს კორონავირუსის სიმპტომებით თბილისში მცხოვრებმა ექიმმა, ანგიოლოგმა ორი დღის წინ მიმართა. ჩატარებული ტესტის მიხედვით, მის ორგანიზმში ვირუსის არსებობა დადასტურდა.

ექიმი რამდენიმე კლინიკაში მუშაობს. მას კონტაქტები ჰქონდა ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში. ეპიდემიოლოგების მიერ ყველა კონტაქტი მოკვლეულია. ტესტირების უარყოფითი შედეგების მიუხედავად, ისინი თვითიზოლაციაში რჩებიან.