კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 803, იმერეთში - 559, კახეთში - 420
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 803, იმერეთში - 559, კახეთში - 420

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 2 661 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 803 შემთხვევა, აჭარა – 105, იმერეთი – 559, ქვემო ქართლი – 158, შიდა ქართლი – 116, გურია – 53, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 293, კახეთი – 420, მცხეთა-მთიანეთი – 58, სამცხე-ჯავახეთი – 60, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 21 847 საიდანაც: 4 201 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 425, აჭარაში – 365, იმერეთში – 979. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 970 პირი, მათ შორის, თბილისში – 335, აჭარაში – 87, იმერეთში – 312. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 პირი,  მათგან თბილისში – 138, აჭარაში – 25, იმერეთში – 28. 660 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 327 – თბილისში, 185 – აჭარაში.  16 986 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 60, ხოლო აჭარაში – შვიდი.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 7 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 229 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 096 ადამიანი.