კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 170, იმერეთში - 59, შიდა ქართლში - 41
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 170, იმერეთში - 59, შიდა ქართლში - 41

კორონავირუსის 396 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 170, იმერეთში – 59, შიდა ქართლში – 41, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  18 015 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 021 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 994 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 396 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 268 097-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.2%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.6%, ხოლო შვიდი დღის მანძილზე – 2.4%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 469 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  261 066-მდე.

ამასთან, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 425 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 396 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 170 შემთხვევა, აჭარა – 8, იმერეთი – 59, ქვემო ქართლი – 11, შიდა ქართლი – 41, გურია – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 27, კახეთი – 32, მცხეთა-მთიანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 580, საიდანაც: 1 769 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 766, აჭარაში – 200, იმერეთში – 401. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 349 პირი, მათ შორის, თბილისში – 127, აჭარაში – 40, იმერეთში – 108. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 101 პირი, მათგან თბილისში – 63, აჭარაში- 9, იმერეთში – 12. 228 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 123 – თბილისში, 90 – აჭარაში, 14 – იმერეთში. 1 583 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 281 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 98, ხოლო აჭარაში – 45.

სულ 6 ოქტომბრიდან – 19 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 22 981 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 875 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4 983 პირი, აჭარაში – 569, იმერეთში – 1 043.