კიევში ე.წ. კარვების ქალაქში სპეცოპერაციის დროს 100-მდე ადამიანი დააკავეს
კიევში ე.წ. კარვების ქალაქში სპეცოპერაციის დროს 100-მდე ადამიანი დააკავეს

კიევში ე.წ. კარვების ქალაქში სპეცოპერაციის შედეგად, 100-მდე ადამიანი პოლიციამ დააკავა, ათობით აქტივისტი და პოლიციელი შეტაკებების შედეგად დაშავდა.

ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული. პარლამენტის შენობის წინ პოლიციამ კორდონი აღმართა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, სასამართლოს დადგენილების თანახმად, პოლიცია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში მოქმედებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ სპეცოპერაციის დროს გრუშევსკის ქუჩაზე პოლიციამ ცხრა ხელყუმბარა და მოლოტოვის კოქტეილები აღმოაჩინა.

უკრაინის პარლამენტის შენობასთან სპეცრაზმია მობილიზებული, სადაც აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა.