ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი მოქალაქეების საძიებო სამუშაოებში ჩასართავად თბილისიდან 50-კაციანი ჯგუფი მიემგზავრება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ხელვაჩაურში, მეწყერში მოყოლილი მოქალაქეების საძიებო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რთული რელიეფისა და უამინდობის მიუხედავად, აჭარის სამმართველოს 60 მეხანძრე-მაშველი უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა. გვიან ღამით აჭარაში ჩავიდა დამატებითი ჯგუფები სამეგრელოდან, იმერეთიდან და თბილისიდან. ჯამში, 60 მეხანძრე-მაშველი ჩავიდა სპეციალური აღჭურვილობითა და შესაბამისი ტექნიკით. … ვრცლად ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი მოქალაქეების საძიებო სამუშაოებში ჩასართავად თბილისიდან 50-კაციანი ჯგუფი მიემგზავრება