კევინ ლი - სენტ პიერს ნურმაგომედოვთან ბრძოლისთვის მომზადებაში დავეხმარები
კევინ ლი - სენტ პიერს ნურმაგომედოვთან ბრძოლისთვის მომზადებაში დავეხმარები

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მსუბუქი წონითი დივიზიონის (lightweight) მებრძოლი კევინ ლი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ მომავალში ჯორჯ სენტ პიერისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის სუპერბრძოლა შედგება, ის ლეგენდარულ კანადელს მომზადებაში დაეხმარება.

„მალე ტრავმას მოვირჩენ და ჩვეულ რიტმს დავუბრუნდები. მოგეხსენებათ, ამჟამად „ტრისტარის“ დარბაზში ჯორჯთან ერთად ვვარჯიშობ. აქედან გამომდინარე, როდესაც იგი ნურმაგომედოვის გუნდისგან გამოწვევას მიიღებს, მას აუცილებლად გვერდში დავუდგები. სრულად მივიღებ მონაწილეობას მის მოსამზადებელ ეტაპში,“ – განაცხადა ლიმ BJPENN-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ დაუმარცხებელი ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი მომდევნო ბრძოლას 24 ოქტომბერს ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ ჩაატარებს. იმ შემთხვევაში თუ დაღესტნელმა გამაჯვების მოპოვება შეძლო, დიდი ალბათობით, ის კარიერის ბოლო, 30-ე ბრძოლის გამართვას ორი წონითი დივიზიონის ყოფილ ჩემპიონთან ჯორჯ სენტ პიერთან მოინდომებს.

მოგეხსენებათ, რომ ხაბიბის მამას, აბდულმანაპს სურდა, რომ მის შვილს კარიერა 30 მოგებაზე დაესრულებინა. მამის გარდაცვალების შემდეგ ხაბიბმა უკვე განაცხადა სოციალურ ქსელში, რომ მხოლოდ ორი ბრძოლა დარჩა ჩასატარებელი.

„ოქტომბერი – გეიჯი, აპრილი – ჯი ეს პი,” – წერს ხაბიბი საკუთარ „ინსტაგრამის“ გვერდზე