კელი დეგნანი - ძალიან პოზიტიურია პოლარიზაციის შესამცირებლად ნებისმიერი ინიციატივა, რომ დამშვიდდეს საზოგადოება, როგორც მესმის, ამის გაკეთებას ცდილობს პრეზიდენტი ზურაბიშვილი
კელი დეგნანი - ძალიან პოზიტიურია პოლარიზაციის შესამცირებლად ნებისმიერი ინიციატივა, რომ დამშვიდდეს საზოგადოება, როგორც მესმის, ამის გაკეთებას ცდილობს პრეზიდენტი ზურაბიშვილი

ძალიან პოზიტიურია პოლარიზაციის შესამცირებლად ნებისმიერი ინიციატივა, რომ დამშვიდდეს საზოგადოება, როგორც მესმის, ამის გაკეთებას ცდილობს პრეზიდენტი ზურაბიშვილი, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ეროვნული თანხმობის შესახებ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე საუბრისას.

დეგნანმა გამოთქვა იმედი, რომ ამ პროცესში საქართველოს პრეზიდენტს ექნება თანამშრომლობა საზოგადოების სხვადასხვა სექტორისგან.

„საქართველოს მოსახლეობა ბოლო წლების განმავლობაში ხედავს, როგორ ახდენს ქვეყნის პარალიზებას პოლარიზაცია. ბევრი რაღაცის გაკეთება ვერ ხერხდება ქვეყნის წინაშე არსებული ისეთი გამოწვევების მიუხედავად, როგორიც არის კოვიდი და ეკონომიკური აღდგენა. ასე რომ, ვფიქრობ, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მიმართულია პოლარიზაციის შესამცირებლად, რომ შეკრიბოს საზოგადოება ერთად და დაამშვიდოს, ძალიან პოზიტიურია.

მე როგორც მესმის, სწორედ ეს არის, რის გაკეთებასაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი ცდილობს თავისი ინიციატივით. ვიმედოვნებ, რომ მას ექნება თანამშრომლობა საზოგადოების სხვადასხვა სექტორისგან სრული მასშტაბის მცდელობაში, რომ შემცირდეს პოლარიზაცია, რომლის წინაშეც არის ეს ქვეყანა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.