კახეთში კორონავირუსი ორ პირს დაუდასტურდა
კახეთში კორონავირუსი ორ პირს დაუდასტურდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მცხოვრები მამაკაცის მშობლებს, რომელსაც 5 სექტემბერს, გორში ქორწილის შემდეგ ინფექცია დაუდგინდა, კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამ ეტაპზე, ინფიცირებულები სპეციალიზირებული რეანომობილით მცხეთის კლინიკაში გადაიყვანეს.

ეპიდემიოლოგების განმარტებით, აღნიშნული ინფიცირება არ განიხილება კახეთის შემთხვევად და ის შემოტანილია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, გუშინ გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტების კვლევის შედეგები დღეს გახდება ცნობილი.