კახეთში კარანტინის ზონა 127-მა მოქალაქემ დატოვა
კახეთში კარანტინის ზონა 127-მა მოქალაქემ დატოვა

კახეთის რეგიონში ერთ-ერთი კარანტინის ზონა 127-კაციანმა ჯგუფმა დატოვა. საკარანტინო ზონაში მყოფ მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში ემსახურებოდნენ ექიმები, უზრუნველყოფილნი იყვნენ სამჯერადი კვებითა და შესაბამისი პირობებით.

საკარანტინო ზონაში დღეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი იმყოფებოდა. მოქალაქეთა ტრანსპორტირება მუდმივ საცხოვრებელ ადგილებამდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონების მიმართულებით განხორციელდა. გამგზავრებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს და ექიმების რეკომენდაციის საფუძველზე დატოვეს საკარანტინო სივრცე.

კახეთში სულ 11 საკარანტინო სივრცეა, სადაც 500-ზე მეტი ადამიანი იმყოფება. ისინი სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები არიან.