კახეთში 18 პაციენტზე ლუგარის ლაბორატორიიდან უარყოფითი პასუხი მიიღეს
კახეთში 18 პაციენტზე ლუგარის ლაბორატორიიდან უარყოფითი პასუხი მიიღეს

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 18 პაციენტის სინჯიდან კორონავირუსი არც ერთთან არ დადასტურდა.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ე. წ. ცხელების წერტილებიდან და საკარანტინე სივრცეებიდან, საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეების სინჯების გაგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში დღესაც იგეგმება, პასუხი კი ხვალ დილით გახდება ცნობილი.

ამ ეტაპზე კახეთში 11 კარანტინის სივრცეა, სადაც 416 მოქალაქე იმყოფება.

რეგიონში ოთხი „ცხელების ცენტრი“ მოქმედებს, სადაც ჯამში 77 ცხელების მქონე პაციენტის მოთავსებაა შესაძლებელი.