კახა კალაძე - თუ შემეკითხებით, ვარ თუ არა კმაყოფილი დღევანდელი სასამართლოთი, რა თქმა უნდა არა, მინდა უკეთესი
კახა კალაძე - თუ შემეკითხებით, ვარ თუ არა კმაყოფილი დღევანდელი სასამართლოთი, რა თქმა უნდა არა, მინდა უკეთესი

თქვენ თუ ახლა მე შემეკითხებით,  ვარ თუ არა კმაყოფილი დღევანდელი სასამართლოთი, რა თქმა უნდა, გეტყვით, რომ არა, რადგან მინდა უკეთესი იყოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„სასამართლოზე საუბრისას გავიხსენოთ, ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში რა ხდებოდა 2012 წლამდე. ამას მხოლოდ სტატისტიკა მეტყველებს, რომ არ ავიღოთ კონკრეტული საქმეები. ჩვენ დავიწყეთ რეფორმების განხორციელება 2012 წლის შემდეგ. მთავარი ამოცანაა, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე. თქვენ თუ ახლა მე შემეკითხებით, ვარ თუ არა კმაყოფილი დღევანდელი სასამართლოთი, რა თქმა უნდა, გეტყვით, რომ არა, რადგან მინდა უკეთესი. მინდა ხვალინდელი საქართველო იყოს უკეთესი, ეკონომიკური განვითარება იყოს მაღალი და სოციალური მდგომარეობა გამოსწორებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.