კახა კალაძე - დღეს ხელისუფლებაში ვარ, შეიძლება, ხვალ ოპოზიციაში ვიყო ჩვენი პარტიით, მაგრამ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არასდროს წავალთ
კახა კალაძე - დღეს ხელისუფლებაში ვარ, შეიძლება, ხვალ ოპოზიციაში ვიყო ჩვენი პარტიით, მაგრამ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არასდროს წავალთ

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანის, დედაქალაქის მერ კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც დესტრუქციულ ქმედებებს ახორციელებენ, პოლიტიკური კრიზისი აქვთ.

კალაძის განცხადებით,  „ქართული ოცნება“ ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში ყოფნისას, ყოველთვის კონსტრუქციული იქნება.

„პოლიტიკური კრიზისი აქვს ოპოზიციას, იმ კონკრეტულ პარტიებს, რომლებიც დღეს ეწევიან დესტრუქციულ ქმედებებს. მათ ნამდვილად აქვთ პოლიტიკური კრიზისი. ჩემთვის არ არის მისაღები დესტრუქციული ქმედებები. ვფიქრობ, კონსტრუქციულობა არის მნიშვნელოვანი ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნის განვითარებისთვის, წინსვლისთვის. ყოველთვის მექნება ეს დამოკიდებულება. შეიძლება, დღეს ხელისუფლებაში ვარ, ხვალ ოპოზიციაში ვიყო, ჩვენი გუნდით, ჩემი პარტიით, „ოცნება“ მყავს მხედველობაში, მაგრამ  ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არასდროს წავალთ, არასდროს ვიქნებით დესტრუქციულები, ვიქნებით კონსტრუქციულები, რადგან ყოველთვის გამოვდიოდით, გამოვდივართ და მომავალშიც გამოვალთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“ ,- განაცხადა კალაძემ.