კახა კალაძე - ჩემთვის ყველა მტერია, ვისაც აქვს სურვილი, ქვეყანაში გაჩნდეს მეორე ფრონტი, დაზიანდეს ჩემი ეროვნული ინტერესი და ქართველი ხალხი
კახა კალაძე - ჩემთვის ყველა მტერია, ვისაც აქვს სურვილი, ქვეყანაში გაჩნდეს მეორე ფრონტი, დაზიანდეს ჩემი ეროვნული ინტერესი და ქართველი ხალხი

ვისაც აქვს სურვილი, რომ ქვეყანაში გაჩნდეს მეორე ფრონტი, ჩემთვის ყველა მტერია, – ამის შესახებ თბილსის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ვინ არის დღეს საქართველოს მტერი.

კახა კალაძის თქმით, რუსეთის მიერ ქვეყნის ნაწილის ოკუპაცია უკვე დადასტურებული ფაქტია.

„დღეს ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. სამწუხაროდ, ეს არის შემდგარი ფაქტი და რეალობა, თუმცა ვინც არ უნდა იყოს, გინდ ამერიკელი, გინდ ევროპელი, გინდ რუსი, გინდ სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, ვინც ეწინააღმდეგება ჩემს ქვეყანაში მშვიდობას, ვისაც აქვს სურვილი, რომ ჩემს ქვეყანაში გაჩნდეს მეორე ფრონტი, დაზიანდეს ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესი, ქართველი ხალხი, ჩემთვის ყველა მტერია“, – განაცხადა კახა კალაძემ.