ჯონ ჯონსს მძიმე წონით კატეგორიაში პირველი ბრძოლის გამართვა ჩემპიონ სტიპე მიოჩიჩთან სურს
ჯონ ჯონსს მძიმე წონით კატეგორიაში პირველი ბრძოლის გამართვა ჩემპიონ სტიპე მიოჩიჩთან სურს

როგორც ცნობილია, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მებრძოლმა ჯონ ჯონსმა წონითი კატეგორია შეიცვალა. „ბოუნსმა“ ნახევრად-მძიმე (lightweight) წონის ქამარი ვაკანტური გახადა და მძიმე წონაში ასპარეზობა დააანონსა. ნახევრად მძიმე წონაში ჩემპიონის ვინაობას სულ მალე დომინიკ რეიესი და იან ბლაჰოვიჩი გაარკვევენ, ჯონსმა კი მძიმე წონაში გადასასვლელად დაიწყო მზადება.

ჯონმა საკუთარ „ტვიტერის“ (Twitter) გვერდზე თემასთან დაკავშირებით არაერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომლებშიც მომდევნო მეტოქედ წონის მოქმედი ჩემპიონი – სტიპე მიოჩიჩი ისურვა. მან ასევე ვეტერან მძიმეწონოსანთან ბროკ ლესნართან ბრძოლის სურვილიც გამოთქვა.

„სტიპეს არ სურს ნგანუსთან ბრძოლა, რადგან პირველი დაპირისპირება იოლად მოიგო.“

„სტიპემ ახალი გამოწვევა ისურვა და რატომ არ უნდა იბრძოლოს ნახევრად-მძიმე წონის ყველა დროის საუკეთესოსთან? რა იქნება მისთვის მეტად ამაღელვებელი და საინტერესო?“

„სტიპეს და ფრანსისის დაპირისპირება ჩემპიონისთვის დიდი რისკის და მცირე ჯილდოს მატარებელია. ეს მაშინ, როდესაც ჩემი და მიოჩიჩის შეხვედრას აზრი ორივესთვის აქვს. ეს სუპერ ბრძოლაა. თუკი სტიპე ნგანუსთან დამარცხდება, სუპერ ჩხუბი გაქრება.“

„ბროკ, შენც გაგლახავ.“