ჯო ბაიდენი - ტრამპის მიტინგი უნდა ჩატარებულიყო უპრობლემოდ, ყოფილიყო მშვიდობიანი, იდეა, რომ ამერიკაში არსებობს ასეთი პოლიტიკური ძალადობა, უბრალოდ გაუგონარია
ჯო ბაიდენი - ტრამპის მიტინგი უნდა ჩატარებულიყო უპრობლემოდ, ყოფილიყო მშვიდობიანი, იდეა, რომ ამერიკაში არსებობს ასეთი პოლიტიკური ძალადობა, უბრალოდ გაუგონარია

ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე მომხდარი სროლა ყველამ უნდა დაგმოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, ამერიკაში მსგავსი ძალადობის ადგილი არ არის.

„ეს იყო ტრამპის მიტინგი, ის უნდა ყოფილიყო მშვიდობიანი, უნდა ჩატარებულიყო უპრობლემოდ, მაგრამ იდეა, რომ ამერიკაში არსებობს ასეთი პოლიტიკური ძალადობა, უბრალოდ გაუგონარია, უბრალოდ წარმოუდგენელია. ეს ყველამ უნდა დაგმოთ, ყველამ“, – განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, ფედერალურ მთავრობაში ყველა სააგენტო ჩართულია ინციდენტის გამოძიებაში.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აქვს მოსაზრება იმის შესახებ, იყო თუ არა სროლა პენსილვანიაში ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა, მაგრამ მას არ აქვს საკმარისი ფაქტები კომენტარისთვის.

„მე არ ვიცი საკმარისი – მე მაქვს მოსაზრება, მაგრამ მე არ მაქვს არანაირი ფაქტი, ვიდრე რაიმე სხვა კომენტარს გავაკეთებ, მინდა, დავრწმუნდე, რომ ყველა ფაქტი მაქვს“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, იმედი აქვს, რომ მოგვიანებით შეძლებს ტრამპთან საუბარს.

„მე ვცდილობდი დონალდს დავკავშირებოდი, თუმცა ახლა ის თავის ექიმებთანაა“, – აღნიშნა ბაიდენმა.