ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ვაშინგტონი დამატებით ზომებებს დააწესებს იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ირანში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ვაშინგტონი დამატებით ზომებებს დააწესებს იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ირანში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ვაშინგტონი მიმდინარე კვირაში დამატებით ზომებს დააწესებს იმ პირთა მიმართ, ვინც ირანში 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, საპროტესტო აქციებზე გამოსული პირების მიმართ ძალადობაზე არიან პასუხისმგებლები. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

თეთრმა სახლმა დღეს ირანში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეთა დარბევა დაგმო. პრესსპიკერ კარინ ჟან-პიერის თქმით, „შეშფოთებულები არიან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ უსაფრთხოების ორგანოების რეაგირებით, რომელიც იყო ძალადობრივი და მასობრივ დაკავებებს მოიცავდა“.