ჯო ალენი ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს
ჯო ალენი ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

„სტოკის“ ნახევარმცველმა ჯო ალენმა ჩემპიონშიფის მატჩში „ჰალის“ (5:1) წინააღმდეგ, აქილევსის მყესი გაიწყვიტა. 29 წლის ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე გამოვიდა მწყობრიდან და დიდი ალბათობით, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატს გამოტოვებს.

ალენი უელსის ნაკრების ფეხბურთელია. მან ამ სეზონში ჩემპიონშიფის 35 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი შეასრულა.

უელსის ნკრები ჯგუფში ევრო 2020-ზე იტალიასთან, შვეიცარიასთან და თურქეთთან ერთად მოხვდა.