ჯანდაცვის სამინისტროსთან სოციალურმა აგენტებმა აქცია გამართეს
ჯანდაცვის სამინისტროსთან სოციალურმა აგენტებმა აქცია გამართეს

ჯანდაცვის სამინისტროსთან სოციალური აგენტები იყვნენ შეკრებილი. ისინი სამუშაო ჯგუფში, რომლის შეხვედრაც დღეს პირველად უნდა გაიმართოს, იურისტის დამატებას მოითხოვდენ.

სოციალური აგენტების თქმით, საუბარია სამუშაო ჯგუფზე, სადაც აგენტების პრობლემების განხილვა უნდა მოხდეს. მათივე განცხადებით, თუ ჯანდაცვის სამინისტრო იურისტის ჩართულობაზე უარს იტყვის, სოციალური აგენტები 2 ივლისიდან ქვეყნის მასშტაბით ოფიციალურად გაიფიცებიან. მათ ამის შესახებ განცხადება უკვე მომზადებული აქვთ.

სოციალური აგენტები ფიქსირებული ხელფასის დანიშვნას, საწვავის თანხის გაწერას და უვადო ხელშეკრულებებს მოითხოვენ.