ტედროს ადანომ გებრეიესუსი მიესალმება „დიდი შვიდეულის“ გადაწყვეტილებას კოვიდვაქცინის 870 მილიონი დოზის გამოყოფის შესახებ, თუმცა ამბობს, რომ საჭიროა უფრო მეტი და სწრაფად
ტედროს ადანომ გებრეიესუსი მიესალმება „დიდი შვიდეულის“ გადაწყვეტილებას კოვიდვაქცინის 870 მილიონი დოზის გამოყოფის შესახებ, თუმცა ამბობს, რომ საჭიროა უფრო მეტი და სწრაფად

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი მიესალმება „დიდი შვიდეულის“ გადაწყვეტილებას კოვიდვაქცინის 870 მილიონი დოზის გამოყოფის შესახებ, თუმცა ამბობს, რომ საჭიროა უფრო მეტი და სწრაფად.

„ეს არის დიდი დახმარება, თუმცა ჩვენ გვჭირდება მეტი და ჩვენ ისინი გვჭირდება უფრო სწრაფად“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ პრესბრიფინგზე.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, კორონავირუსის გამო მსოფლიოში ყოველდღიურად საშუალოდ 10 ათასი ადამიანი იღუპება. სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი დონე კი აფრიკაშია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, დიდი შვიდეულის მიერ დაპირებული ვაქცინების დოზების განაწილებისას პრიორიტეტი აფრიკის რეგიონს მიენიჭება.

დატოვე კომენტარი