ჯანდაცვის კომიტეტში შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის განხილვა გადაიდო
ჯანდაცვის კომიტეტში შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის განხილვა გადაიდო

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის განხილვა გადაიდო. დეპუტატებს დღეს ცვლილებებზე მეორე მოსმენით უნდა ემსჯელათ, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალიამ საკითხის ერთი კვირის გადადება მოითხოვა.

ბარკალაიას თქმით, სანქციების მექანიზმებზე სწორად შეთანხმება უნდა მოხდეს, რომ შემდეგ პრობლემები არ შეიქმნას.

“ერთი კვირა ნამდვილად ერთი კვირა იქნება და მზად ვართ, საკანონმდებლო ვალდებულებები შევსრულოთ”, – განაცხადა ბარკალაიამ.

ბარკალაიას განცხადებას დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საკითხის გადადებაზე პასუხისმგებლობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ეკისრება, რადგან მათ შეთანხმებული პოზიცია ვერ წარმოადგინეს.