„იუვენტუსი“ და „მანჩესტერ სიტი“ ვლახოვიჩის შეძენას გეგმავენ #1TVSPORT
„იუვენტუსი“ და „მანჩესტერ სიტი“ ვლახოვიჩის შეძენას გეგმავენ #1TVSPORT

„ფიორენტინას“ თავდამხმელით, დუშან ვლახოვიჩით ორი ევროპული გრანდია დაინტერესებული.

როგორც La Gazzetta dello Sport იუწყება, სერბი თავდამსხმელი „იუვენტუსისა“ და „მანჩესტერ სიტის“ სამიზნეა – ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ორივე კლუბი მის გადაბირებას შეეცდება.

იტალიური გამოცემის ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა კლუბის ხელმძღვანელობასთან ვლახოვიჩის კანდიდატურას აქტიურად განიხილავს. „ფიორენტინა“ კი სერბი ლეგიონერის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვს.