იტალიური გამოცემა - „ნაპოლიმ“ კვარაცხელიას დროებითი შემცვლელი მოძებნა, მაგრამ ის ელმასი არ არის #1TVSPORT
იტალიური გამოცემა - „ნაპოლიმ“ კვარაცხელიას დროებითი შემცვლელი მოძებნა, მაგრამ ის ელმასი არ არის #1TVSPORT

ლუჩანო სპალეტის ნათქვამს, რომ ზოგჯერ გუნდის ლიდერები უნდა დაასვენოს, iamoilnapoli გამოეხმაურა. გამოცემა ამტკიცებს, რომ ქართველ შემტევს ზოგჯერ ჯაკომო რასპრადორი შეცვლის – იტალიის ნაკრების თავდამსხმელი, რომელმაც ეროვნული გუნდის ბოლო ორ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა.

„ახალი სეზონი „ნაპოლიმ“ საუკეთესოდ დაიწყო: 15 წარმატებული მატჩი, მათგან ზედიზედ 11 მოგება და რაც მთავარია, არც ერთი მარცხი. ყველაზე მეტად შთამბეჭდავია თავდასხმის შედეგიანობა – 43 გატანილი გოლით, დაახლოებით 3 გოლი საშუალოდ მატჩში, რაც ვარსკვლავური შეტევის დამსახურებაა.

ზაფხულში ორ თავდამსხმელთან, მერტენსთან და ინსინიესთან გამომშვიდობებამ გარკვეული სირთულეების მოლოდინი შექმნა, მაგრამ რეალურად ასე მოხდა – კვარაცხელია, სიმეონე და რასპადორი ღირსეულ შემცვლელები აღმოჩდნენ. ყველაზე შთამბეჭდავი მაინც ქართველია – სერია A-ში და ჩემპიონთა ლიგაზე მისი გოლები, საგოლე პასები, დრიბლინგები და სანახაობრივი თამაში ამაღელვებელია, მაგრამ კვარა „ნაპოლის“ ყველა შეხვედრას ვერ ითამაშებს.

ვიცე-კვარა

ფაქტობრივად, „ნაპოლიმ“ საზაფხულო პერიოდში ამ როლის შემცვლელი ვერ მოიყვანა. სპალეტი გასულ სეზონში ხშირად და სიამოვნებით დებდა ფსონს ელმასზე, რომელსაც ინსინიესთან შედარებით განსხვავებული მახასიათებლები გააჩნია. წელს აშკარაა, რომ მაკედონიელი ბათუმის „დინამოდან“ მოსულ 77-ე ნომერზე ნაკლებად ეფექტურია. თუმცა, „ლურჯების“ მწვრთნელს გაუმართლა, რადგან გუნდს უკვე ჰყავს შემცვლელი და ის ჯაკომო რასპადორია..

​რასპადორი

სასუოლოს“ ყოფილი მოთამაშე აქამდე შესანიშნავ საქმეს აკეთებდა, როგორც ნახევარდაცვისა და შეტევის დამაკავშირებელი, მზად იყო ცენტრალურ თავდამსხმელადაც ეთამაშა, მაგრამ მას კიდევ რაღაც შეუძლია. ის ალესიო დიონისის („სასულოს“ მწვრთნელი) ხელმძღვანელობით თამაშობდა როგორც შემტევ ნახევარმცველად, ასევე მარცხენა ფლანგზეც და კარგი შედეგები ჰქონდა. „სპეციასთან“ მატჩში სპალეტმაც გადაწყვიტა ამ პოზიციაზე მოეცადა, აიძულა ფლანგზე ეთამაშა და სიმეონე დაეტოვებინა ცენტრალური თავდამსხმელის ზონის შესავსებად. შედეგად, მან 90-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა“, – წერს იტალიური გამოცემა.