ირანი აშშ-ს აკრიტიკებს - ამერიკელი ხალხი დაიღალა მათი ლიდერების მხრიდან რასიზმის, კორუფციის, უსამართლობისა და არაკომპეტენტურობისგან
ირანი აშშ-ს აკრიტიკებს - ამერიკელი ხალხი დაიღალა მათი ლიდერების მხრიდან რასიზმის, კორუფციის, უსამართლობისა და არაკომპეტენტურობისგან

ირანი აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო, აშშ-ს აკრიტიკებს.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს: „ზოგიერთი არ ფიქრობს, რომ შავკანიანთა სიცოცხლეც მნიშვნელოვანია. მათ, ვინც ვფიქრობთ, დიდი ხანია დროა, რომ მთელმა მსოფლიომ რასიზმის წინააღმდეგ ომი აწარმოოს“.

მინისტრი ტვიტერის სტატუსს ასევე ურთავს აშშ-ის მიერ 2018 წელს ირანში აქციებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც წითელი ფერით შესწორებებია გაკეთებული და მაიკ პომპეოს განცხადების ტექსტის შინაარსი შეცვლილია.

„აშშ-ის მთავრობა ფლანგავს მისი მოქალაქეების რესურსს – იქნება ეს ავანტიურიზმი აზიაში, აფრიკაში ან ლათინურ ამერიკაში. მისი მხარდაჭერა ურიცხვი დიქტატორების მიმართ, მისი ამბიციები ბირთვული იარაღის პროგრამის უსაფუძვლოდ გაფართოებისთვის. ეს მხოლოდ ტანჯვას დაუმატებს ამერიკელ ხალხს. მანამდე აღვნიშნე, რომ არავის უნდა გაუკვირდეს პროტესტის გაგრძელება ამერიკაში. ამერიკელი ხალხი მათი ლიდერებისგან ქვეყნის სიმდიდრის გაზიარებას და რეაგირებას მოითხოვს მათ ლეგიტიმურ მოთხოვნებზე. ვგმობთ ჩახშობის, აქციის მონაწილეთა დაპატიმრების და ამერიკელთა იმედგაცრუების უარყოფაზე მთავრობის ამაო ტაქტიკას. ამერიკელი ხალხი დაიღალა მათი ლიდერების მხრიდან რასიზმის, კორუფციის, უსამართლობისა და არაკომპეტენტურობისგან. მსოფლიოს ესმის მათი ხმა“, – ვკითხულობთ ზარიფის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დატოვე კომენტარი