ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი სწრაფი ტემპით იკლებს, მთავარია, მათ მიერ დაკარგული რეიტინგი განაწილდეს ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებზე
ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი სწრაფი ტემპით იკლებს, მთავარია, მათ მიერ დაკარგული რეიტინგი განაწილდეს ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებზე

მთავარია, „ნაცმოძრაობის“ მიერ დაკარგული რეიტინგი განაწილდეს ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებზე, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას მართებს განსაკუთრებული ყურადღება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი სწრაფი ტემპით იკლებს, რაც პარტიაში განვითარებული პროცესების ლოგიკური შედეგია.

„ყველა ხედავს, რომ „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი სწრაფი ტემპით იკლებს. თუ მათ 2021 წელს არჩევნებში მიიღეს დაახლოებით 30 პროცენტი, ახლა მათი რეიტინგი არის 20 პროცენტზე ნაკლები და სწრაფი ტემპით კიდევ უფრო მეტად იკლებს, რაც, ბუნებრივია, არის ლოგიკური შედეგი იმ პროცესებისა, რომლებიც წარიმართება „ნაცმოძრაობაში“. მთავარია, რომ ეს „ნაცმოძრაობის“ მიერ დაკარგული რეიტინგი არ განაწილდეს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზე“, როგორებიც არიან, მაგალითად, „ლელო“, „გირჩი“, გახარია და ა.შ. მთავარია, „ნაცმოძრაობის“ მიერ დაკარგული რეიტინგი განაწილდეს ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებზე, რასთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, საზოგადოებას მართებს განსაკუთრებული ყურადღება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.