იორდანიაში ორმა მინისტრმა კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევის გამო თანამდებობა დატოვა
იორდანიაში ორმა მინისტრმა კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევის გამო თანამდებობა დატოვა

იორდანიის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა კორონავირუსთან ბრძოლის პრევენციული ზომების დარღვევის გამო თანამდებობები დატოვეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

იორდანიის მეფე აბდულა მეორემ მინისტრების გადადგომის განცხადება უკვე დააკმაყოფილა. მანამდე მინისტრებს თანამდებობებიდან გადადგომისკენ იორდანიის პრემიერ-მინისტრმა, ბიშრ ალ-ხასავნემ მოუწოდა.

ადგილობრივმა მედიამ განაცხადა, რომ ორი მინისტრი დაესწრო ცერემონიას, სადაც დაშვებულ მაქსიმალურ რაოდენობაზე მეტი დამსწრე იმყოფებოდა. გადაყენებული მინისტრების მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა.

იორდანიამ ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე ღონისძიება გაატარა, რომლებიც „კოვიდ-19“-ის გავრცელების შეზღუდვას ისახავდა მიზნად, მათ შორის, 20-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა და ნაწილობრივი კომენდანტის საათი.