იემენში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
იემენში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

იემენში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს. „კოვიდ-19“-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა აღმოსავლეთ პროვინცია ჰადრამუტში დაფიქსირდა.

იემენის ეროვნული ჯანდაცვის კომიტეტის ცნობით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ის სამედიცინო მკურნალობას გადის.

უფლებადამცველი ორგანიზაციები შიშობენ, რომ დაავადების გავრცელება იემენისთვის შესაძლოა კატასტროფული შედეგების მომტანი იყოს.

9 აპრილს იემენში ძალაში შევიდა საუდის არაბეთის ხემძღვანელობით მოქმედი კოალიციის მიერ ცალმხრივად გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. როგორც საუდის არაბეთის საინფორმაციო სააგენტო აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტიერეშის მოწოდების გათვალისწინებით იყო მიღებული და ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისკენ არის მიმართული.