იაპონურმა ტელეარხმა NHK ტოჩინოშინზე ფილმი გადაიღო [ვიდეო]

იაპონიის სამაუწყებლო კორპორაციამ (NHK) ქართველი სეკიტორის, ლევან გორგაძის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო.

„სპორტმენის სული – ოძეკი ტოჩინოშინი“ ასე ეწოდება ფილმს, რომელიც ტელეარხის ეთერში 4 ოქტომბერს გავიდა.

NHK-მ ფილმი აკი ბაშოს დაწყებამდე გადაიღო და დეტალურად აღწერა ის პერიოდი, როდესაც ქართველი სუმოისტი ტრავმას იშუშებდა.

სურათი, რა თქმა უნდა, იაპონურ ენაზეა, თუმცა მისი ყურება ქართული სპორტის და განსაკუთრებით სუმოს გულშემატკივართათვის მაინც რეკომენდებულია, რადგან ტოჩინოშინის კარიერის შესახებ უნიკალურ კადრებს შეიცავს.