გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიცია უნდა დაელოდოს მომავალ არჩევნებს, ოღონდ, ასე თუ დაელოდება, ალბათ არც ოპოზიციაში მოხვედრის შანსი ექნება
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიცია უნდა დაელოდოს მომავალ არჩევნებს, ოღონდ, ასე თუ დაელოდება, ალბათ არც ოპოზიციაში მოხვედრის შანსი ექნება

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, დღეს ხელისუფლებაში არჩევნების გზით არის მოსული პოლიტიკური ძალა, რომელსაც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს.

მისი თქმით, აქედან გამომდინარე, ოპოზიცია უნდა დაელოდოს მომავალ არჩევნებს და ისე იმოქმედოს, რომ ოპოზიციაში მოხვედრის შანსიც არ დაკარგოს.

„ქვეყანაში, სამართლებრივ სახელმწიფოში არჩევნების შედეგად არის მოსული პოლიტიკური ძალა, რომელსაც მხარს უჭერს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია უნდა დაელოდოს მომავალ არჩევნებს და უკვე შემდეგ არჩევნებზე სცადოს ბედი. ოღონდ, ასე თუ დაელოდება, ალბათ არც ოპოზიციაში მოხვედრის შანსი ექნება. ეს არის დემოკრატიის პრინციპი და ვინც ებრძვის დემოკრატიას, პრემიერ-მინისტრის გადადგომა კი არა, ვერანაირი მოვლენა ვერ იქნება წინაპირობა იმისა, რომ დემოკრატიას რამე საფრთხე შეექმნას, ჩვენ ვართ, ვიყავით და ვიქნებით დემოკრატიის სადარაჯოზე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.