გურამ მაჭარაშვილი - მიხეილ სააკაშვილს არც მოუნანიებია, რომ საკუთარი ნებით თქვა უარი სამშობლოს მოქალაქეობაზე
გურამ მაჭარაშვილი - მიხეილ სააკაშვილს არც მოუნანიებია, რომ საკუთარი ნებით თქვა უარი სამშობლოს მოქალაქეობაზე

დღეს ვსაუბრობთ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტი იყო, შემდგომ უკრაინაში თავგამოდებით იძახდა, რომ არის უკრაინელი, ასეთი პიროვნება დღეს არის საქართველოში, იხდის სასჯელს და არ მოუნანიებია, რომ საკუთარი ნებით უარი თქვა სამშობლოს მოქალაქეობაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

„მგონი, საქმე გვაქვს არამხოლოდ უცოდინარობასთან, არამედ პოლიტიკურ თავხედობასთანც კი. საქართველოს კონსტიტუციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს აკრძალული აქვს თანამდებობის დაკავება ქვეყანაში, არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც კი არ აქვს, რომ სხვა კანდიდატს მისცეს ხმა. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, რომელიც სამწუხაროდ იყო ცხრა წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტი. ამის შემდგომ, უკრაინაში თავგამოდებით იძახოდა, რომ ის არის უკრაინელი.

ასეთი პიროვნება დღეს არის საქართველოში, იხდის სასჯელს, არც უთქვამს და არ მოუნანიებია, რომ თავისივე ნებით უარი თქვა სამშობლოს მოქალაქეობაზე. ეს არ აუხსნია თავის საზოგადოებისთვის. ქართული მართლმსაჯულებისა და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის იხდის სასჯელს. არც აქ გამოუთქვამს რამე სინანული. ამის ფონზე აანონსებს ანტიკონსტიტუციურ და ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ გაათავისუფლონ ის და ათ დღეში დაასრულებს ხელისუფლებას. ეს საკითხი ნელ-ნელა დღის წესრიგიდან ქრება. ამას მისი მომხრეებიც გრძნობენ და ფიქრობენ, რომ ხელოვნურად რამე ისეთი საკითხი ჩასვან დღის წესრიგში, რომელიც მათი აზრით, მცდელობას მაინც გამოიწვევს რადიკალიზაციის“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.