გუდაური-კობის მონაკვეთის ერთ ნაწილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო
გუდაური-კობის მონაკვეთის ერთ ნაწილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთის ერთ ნაწილზე კმ93-კმ99 გზის წმენდის სამუშაოები დაწყებულია.

უწყების ცნობით, ზვავსაშიშროების გამო, წმენდა ჯერ ვერ ხერხდება გზის მეორე ნაწილზე – კმ100-კმ104 მონაკვეთზე.

გზის დარჩენილ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე დაიწყება და საავტომობილო მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგება.

გუდაური-კობის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა გუშინ დილით, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო აიკრძალა.