გიული ალასანია - არიან ადამიანები, რომლებიც არც ერთ პარტიაში არ არიან, მაგალითად მე
გიული ალასანია - არიან ადამიანები, რომლებიც არც ერთ პარტიაში არ არიან, მაგალითად მე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბება მნიშვნელოვანი ინიციატივაა.

როგორც გიული ალასანია „ტვ პირველი“ ეთერში განაცხადა, არის ადამიანების ნაწილი, რომლებიც არც ერთი პარტიის წევრი არ არიან და სურთ, რომ რაღაც მოძრაობაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა.

„მოვკარი ყური, რომ რაღაც საზოგადოებრივი მოძრაობაზე არის საუბარი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს რაღაცნაირად შეეხება არსებულ პოლიტიკურ პარტიებს. „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება ძირითად ძალად რად უნდა ამას ლაპარაკი, ეს ასე იქნება. მაგრამ მეორე მხრივ, მე როგორც წარმოიდგენია, არიან ადამიანები, რომლებიც არც ერთ პარტიას არ ეკუთვნიან, მაგალითად მე ვარ ასეთი, რომელიც არასოდეს არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, არც ახლა არ ვარ, მაგრამ აქვთ სურვილი, რომ რაღაც მოძრაობაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ასეთ მოძრაობაში მიიღონ მონაწილეობა“, – განაცხადა ალასანიამ.