გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“ ჩვენი გეგმის მიხედვით ცვლის თავის გეგმებს, ჩვენი სტრატეგიაც ეს არის, შევუქმნათ მაქსიმალური დისკომფორტი
გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“ ჩვენი გეგმის მიხედვით ცვლის თავის გეგმებს, ჩვენი სტრატეგიაც ეს არის, შევუქმნათ მაქსიმალური დისკომფორტი

ჩვენმა პრინციპულმა, მკაფიო პოზიციებმა თავისი შედეგები უკვე მოგვიტანა, მაგრამ ვიბრძვით ბოლომდე, მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტი გრძელდება, – ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტულად გავწერეთ სამოქმედო გეგმა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ქართული ოცნება“ ჩვენი გეგმის მიხედვით ცვლის თავის გეგმებს. ხან პარლამენტის სხდომას აუქმებს, ხან კომიტეტებს აუქმებს. მაგალითად, მოსამართლების სხდომა გადაწია. ჩვენი სტრატეგიაც ეს არის, შევუქმნათ მაქსიმალური დისკომფორტი. რაც მთავარია, ჩვენმა პრინციპულმა, მკაფიო პოზიციებმა თავისი შედეგები უკვე მოგვიტანა, მაგრამ ვიბრძვით ბოლომდე. მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტი გრძელდება, მომავალ კვირაში მოიცავს ყველა რეგიონს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.