გიორგი კვირიკაშვილი - ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხრივ არც ერთი კომპრომისი არ იქნება
გიორგი კვირიკაშვილი - ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხრივ არც ერთი კომპრომისი არ იქნება

ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხრივ არც ერთი კომპრომისი არ იქნება, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თელავში გააკეთა, სადაც პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საქალაქო კონფერენცია გაიმართა.

მისი თქმით, ქვეყნის დეოკუპაცია უპირველესი ამოცანაა და მიუხედავად გამოწვევებისა, პრაგმატული და გაწონასწორებული პოლიტიკით, გრძელვადიანი სტაბილურობა მიიღწევა.

„ნომერ პირველ ამოცანად რჩება ქვეყნის დეოკუპაცია და ქვეყნის გამთლიანება. მიუხედავად გამოწვევებისა, უმძიმესი პროვოკაციებისა და ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების რისკებისა, დარწმუნებულნი ვართ, რომ ყველა თქვენგანის ჩართულობით, თანმიმდევრულობით, პრაგმატული, გაწონასწორებული პოლიტიკით, შესაძლებელია, მივაღწიოთ გრძელვადიან სტაბილურობას და მშვიდობას. დარწმუნებული ვარ, ეს შესაძლებელია, ეს იქნება რეალობა საქართველოში და ამას ბევრი წელი არ დასჭირდება“, – აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, მისი თქმით, ეს პოლიტიკა არავითარ შემთხვევაში არ გავა კომპრომისებზე და ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხრივ არც ერთი კომპრომისი არ იქნება.